ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საზაფხულო სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

14 ივნისი, 2018

საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”, ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლზე, სხვადასხვა სახის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

დასუფთავდა შტორმის შედეგად დაბინძურებული პლაჟზე შესასვლელი ბილიკები,
პორტის ტერიტორიიდან გადმოირგა მრავალწლოვანი სხვადასხვა ჯიშის ციტრუსოვანი მცენარეები, დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით, განმუხურის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში დამონტაჟდა 8 ერთეული სათვალთვალო კამერა, შეთეთრდა და შეიწამლა ბულვარშიარსებული ხე-მცენარეები, მიმდინარეობს პალმებისა და ფინიკების შეჭრა-გასუფთავება, გაფხვიერდა და მოწესრიგდა 6 ქვიშის მოედანი, მიმდინარეობს ხელოვნურ საფარიანი მოედნების რეაბილიტაცია.

შეძენილ იქნა ბალახის საკრეჭი ტექნიკა.

ანაკლია-განმუხური ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

გააზიარე