ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება აპრილიდან დაიწყება

13 მარტი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება,
სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება აპრილიდან დაიწყება, აღნიშნული ინფორმაცია, დღეს გამართულ შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი შენგელიამ და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

შეხვედრას კომისიის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთარობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

შეხვედრას ,,USAID ზრდა პროექტი“-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც საგრანტო კონკურსის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია.

საგრანტო კონკურსი ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებში განხორციელდება და მისი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაა.

გააზიარე