ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის

13 ივლისი, 2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს დეპარტამენტის საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

შეხვედრების მიზანია ყველა მუნიციპალიტეტის გადამზადება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესყიდვის, პროექტის განხორციელებისა თუ მონიტორინგის მიმართულებით, რაც მომავალში დადებითად აისახება ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებაზე, ურთიერთთანამშრომლობას და ზოგადად, საჯარო სექტორის საქმიანობის სამომავლო განვითარებაზე.

შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.

ღონისძიება, „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით ხორციელდებ

გააზიარე