ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან

13 ივნისი, 2018

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მოადგილე მაიზერ ნანავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, სამუშაო კვირა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო და მათგან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მოისმინა. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს კი პროექტების ხარისხიან შესრულებაზე მაქსიმალური კონტროლი დაავალა. შეხვედრაზე, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება ტურისტული სეზონის დაგეგმვაზე გამახვილდა. ,,მაქსიმალურად შევეცადოთ, ტურისტული სეზონი საინტერესო ღონისძიებებით დავტვირთოთ და ჩვენი მუნიციპალიტეტი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ, ამისთვის კი ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელებაა საჭირო, რომელსაც ერთობლივი ძალებით აუცილებლად მოვახერხებთ“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

გააზიარე