ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

სამასალე მერქანზე განცხადებების უმრავლესობა დაკმაყოფილდა

12 სექტემბერი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური კომისია დღეს სხდომაზე შეიკრიბა და სამასალე მერქანზე შემოსული განცხადებების უმრავლესობა დააკმაყოფილა.

სოციალურმა კომისიამ სამასალე მერქანზე 140 განცხადება მიიღო. კომისიის წევრებისგან დაკომპლექტებულმა 3 ჯგუფმა ყველა განცხადება ადგილზე გადაამოწმა.

კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი რესურსის ფარგლებში შუამდგომლობები ბენეფიციართა უმრავლესობას გაეწევა.

გააზიარე