ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 16:00 საათზე

21 მარტი, 2018

22 მარტს, 16:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება (მისამართი: მერიის ადმინისტრაციული შენობა, რუსთაველის № 90, IV სართული)

დღის წესრიგის პროექტი:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია-იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია-იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი (მხარდამჭერი) ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის (პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე წარსადგენი განცხადების) და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია-იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია-საკრებულოს თავმჯდომარე

5. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: მამუკა წოწერია-საკრებულოს თავმჯდომარე

6. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 თებერვლის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: მამუკა წოწერია-საკრებულოს თავმჯდომარე

7. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის - აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სატელეფონო მომსახურების ლიმიტისა და საწვავის ხარჯვის ლიმიტის დაწესების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველი დეკემბრის N31 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: მამუკა წოწერია-საკრებულოს თავმჯდომარე

8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე შუალედური წინაასარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მომხსენებელი: მამუკა წოწერია-საკრებულოს თავმჯდომარე

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის N4 სასაფლაოს ნაწილისთვის (2000 კვ.მ.) პანთეონის სტატუსის მინიჭების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია-საკრებულოს თავმჯდომარე

10. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების ცნობად მიღების თაობაზე

მომხსენებელი: სანდრო სორდია-იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

11. სხვადასხვა საკითხები

გააზიარე