ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 15:00 საათზე

5 April, 2018

10 აპრილს, 15:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზ. № 45, III სართული)

დღის წესრიგი:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ 

მომხსენებელი: ირაკლი ლაგვილავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 

მომხსენებელი: ირაკლი ლაგვილავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხსენებელი: ირაკლი ლაგვილავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მინი სპორტული მოედნისათვის სახელდების შესახებ

მომხსენებელი: თაზო ფაცაცია - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ 

მომხსენებელი: თამუნა ჯიქია - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

6. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

მომხსენებელი: სანდრო სორდია - საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილისთვის (2000 კვ.მ.) პანთეონის სტატუსის მინიჭების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

8. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N 20 დადგენილებაში ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: ოთარ ქადარია - საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

10. სხვადასხვა საკითხები

გააზიარე