ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 14:00 საათზე

1 მარტი, 2018

2 მარტს, 14:00 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზ. № 45, III სართული)

დღის წესრიგი:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: დავით გახარია - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
თანამომხსენებელი: ზვიად ღურწკაია - მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე 

მომხსენებელი: ოთარ ქადარია - საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: ოთარ ქადარია - საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

5. “ზუგდიდის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

6. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

7. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

8. “ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: მამუკა წოწერია - საკრებულოს თავმჯდომარე

9. სხვადასხვა საკითხები

გააზიარე