ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 14:00 საათზე

4 იანვარი, 2018

5 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზ. № 45, III სართული)

დღის წესრიგი:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: დავით გახარია - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. ,, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის განსაზღვრისა და დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: დავით გახარია - საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

7. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

8. სხვადასხვა საკითხები

გააზიარე