ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საკრებულოს სხდომა 14:00 საათზე

27 დეკემბერი, 2017

28 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზ. № 45, III სართული)

დღის წესრიგი:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - ,,ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“, ,,სპორტის განვითარების ცენტრი“, ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“, „კეთილმოწყობის ცენტრი“, ,, აკ.წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკა“ და ,,სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“ დაფუძნების გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

5. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: ოთარ ქადარია - ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: ირაკლი ლაგვილავა-ეკონომიკის, ქონების მართვისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

8. „საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №43 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მომხსენებელი: ირაკლი ლაგვილავა-ეკონომიკის, ქონების მართვისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მომხსენებელი: დავით გახარია-საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

10. ფრაქცია „მრეწველების“ რეგისტრაციის ცნობად მიღების შესახებ

მომხსენებელი: სანდრო სორდია - იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

გააზიარე