ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა

ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საჯარო ინფორმაციის რეესტრს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 35- ე  მუხლის საფუძველზე აწარმოებს.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების,შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კვარტალში ერთხელ გამოაქვეყნებს საჯარო ინფორმაციის სტატისტიკას.

I კვარტლის  (იანვარ-აპრილის ) მონაცემებით  სულ შემოსულია 52 განაცხადი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე. 

2018 წლის საჯარო ინფორმაციის სტატისტიკა (იხ. აქ )

გააზიარე