ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

საჯარო განხილვისთვის

14 ივლისი, 2020
ფოტო: 

 

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმა”

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქ. ზუგდიდი

საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2020 წლის 3 სექტემბერი ქ. ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი, 12 საათი.

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

2020 წლის 8 ივლისის N01/2336 წერილით სამინისტროში წარმოდგენილ იქნა  „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის“ პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ანგარიში  და „ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის” პროექტი, რის საფუძველზეც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოებები რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

 

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშსა და ზუგდიდის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 3 სექტემბერს, 12 საათზე  ქ. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე. განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაბეჭდი სახით.  მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დამგეგმავი ორგანო უზრუნველყოფენ აღნიშნული რეკომენდაციების/დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

 

სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე