ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

საგანგებო შტაბმა ინფორმაციები შეაჯამა

30 იანვარი, 2017
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ლაშა გოგიამ, საგანგებო შტაბი შეკრიბა და მათგან წუხელ ღამით სტიქიის ზონებიდან მიღებული ინფორმაცია შეაჯამა და შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ინტენსიურმა თოვამ გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა. ძირითად შემნილია გადაადგილების პრობლემა, როგორც ცენტრალურ ისე შიდა საუბნო გზებზე. ელექტროენერგია არ მიეწოდება კორცხელის, ნაცატუსა და ჯიხაშკარის გარკვეულ უბნებს.

,,ენერგო-პრო-ჯორჯია-ს“ ჯგუფები უკვე მუშაობენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. წუხელ ღამითვე გაიწმინდა გზები ცაიშის, ინგირის, ჭკადუაშის, კორცხელის, ნაცატუს, ჩხორიას, ტყაიას, ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში. ახალსოფლის, რიყის, ტყაიისა და ჭკადუაშის საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა. 

ამჟამად, ტექნიკური მარილი ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იყრება, ხოლო ამის შემდეგ ტექნიკა ჯიხაშკარისა და ყულიშკარის მიმართულებით გადაინაცვლებს. 
გამგეობის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. დღის ბოლომდე გაიწმინდება ყველა გზა, სადაც მოძრაობა შეფერხებულია.

გააზიარე