ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

საცხოვრებელი სახლი 7 ოჯახს გადაეცა

13 მარტი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 7 ოჯახს, კახათის, განმუხურის, ცვანეს, ტყაიას, უჩაშონასა და ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლები გადაეცა. ჯამში კი ახალ სახლს 25 ოჯახი მიიღებს.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სახლები, ოჯახებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.

7 ახალ მოსახლე ოჯახს შორის 22 ბავშვია.

პრიორიტეტული ოჯახები მერიამ ანკეტირების საფუძველზე შეარჩია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა.

25 სახლის მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.

პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

გააზიარე