ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

29 ოქტომბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 326 953 ლარია. სააახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი,ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები. ქალაქში დაიდგმება ,,ანგელოზის“ კონსტრუქციაც. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ის დაგეგმვის პროცესშია და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

გააზიარე