ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

რუხში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019“ დაიხურა

30 სექტემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

რუხში, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი-2019“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

ფეტივალის დახურვის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმს ხელი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს.

ფესტივალის ფარგლებში   მოეწყო სამეცნიერო პიკნიკი.   უმაღლესმა  სასწავლებლებმა სხვადსხვა პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობები  წარადგინეს.

 აგრთვე, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის და  სამაჩაბლოს  ისტორიული მემკვიდრეობის  ამსახველი ფოტოები გამოიფინა.   

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.

ფესტივალს ბენდ  “New One-”ის   კონცერტი  დახურავს.

გააზიარე