ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

რუხში დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

17 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, რუხში, ინოვაციურ ცენტრში, დევნილებს შეხვდნენ.

 შეხვედრაზე დევნილთა საჭიროებებზე ისაუბრეს და ამხანაგობების შექმნის იდეა გააჟღერეს.  

,,აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელობა ხშირად ჩამოდის ჩვენთან სტუმრად, რათა ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს რაც დევნილ მოსახლეობას აქვს. ყველა მუნიციპალური პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ მორგებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე დევნილ მოსახლეობაზე“-აღნიშანა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

 მუნიციპალიტეტის მერმა დევნილებს ამხანაგობების შექმნისა და მისი დაფინანსების საკითხზეც მიაწოდა ინფორმაცია.  გიორგი შენგელიას თქმით, ,,მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც იმ დასახლებებში დაინერგება, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ამხანაგობა იქნება დამატებითი ბენეფიტი მათთვის“.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილების შეკითხვებსაც უპასუხეს.

გააზიარე