ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

პროექტი „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“

6 დეკემბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა“-მ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 
შეხვედრაზე მენტორობის პროგრამის შესახებ კერძოდ, „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენის“ პროექტს შეეხო. 
მენტორობა – ეს არის ურთიერთობა განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თითოეულ ადამიანში სოციალური კაპიტალის გამდიდრებას. ერთის მხრივ, იგი აძლევს მონაწილეებს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო მხარდაჭერა და დახმარება შედარებით გამოცდილი ადამიანებისგან. მეორეს მხრივ კი მენტორობა საშუალებას აძლევს თავად მენტორებს გამოსცადონ საკუთარი თავი მენტორის როლში, რათა განავითარონ პერსონალური და პროფესიული უნარები. მენტორობა გულისხმობს არაფორმალურ და ხანგრძლივ კომუნიკაციას ორ ადამიანს შორის რომელთაგან, ერთს აქვს მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება და არის მენტორი და მეორე ადამიანს ვისაც შედარებით ნაკლები უნარი და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს არის სამენტორე პირო (მენთი). პროექტის ფარგლებში 10 თვის განმავლიბაში მიმდინარეობდა მენტორობის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო 9 წყვილი-მენტორი და სამენტორე პირი.

პროექტი „ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ხორციელდება ავსტრიულ ორგანიზაცია „Hilfswerk Austria International“- თან ერთად იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობას“ და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ და მოიცავს პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ განათლებას, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, მხარდაჭერას სამუშაოს მოძიებაში, ანაზღაურებად სტაჟირებას, მცირე გრანტებს. პროექტი ასევე სთავაზობს ბენეფიციარებს ახლებურ სერვისს – მენტორის მხარდაჭერას.

გააზიარე