ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

პრიორიტეტული ოჯახების გამოსავლენად მსჯელობა გრძელდება

16 April, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამას.

განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების პროცესი დასრულებულია.

დღეს კომისია სხდომაზე შეიკრიბა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებები დეტალურად განიხილა.

განცხადებების განხილვის შემდეგ პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება.
კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

მიმდინარე წელს მერიაში ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა 78 განცხადება შემოვიდა.

აღნიშნული პროგრამისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება და 20 ოჯახი ჩაერთვება.

2017 წელს ,,ერთი თბილი ოთახის“-ს პროგრამით 11 ოჯახმა ისარგებლა.

 
გააზიარე