ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ფოკუს-ჯგუფებთან შეხვდრები გრძელდება

11 სექტემბერი, 2018

 

2019 წლის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამული ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. წელს ამ პროცესს სოციალური და ჯანდაცვის სამსახური განსხვავებულ ფორმატში წარმართავს. შეხვედრები მიმდინარეობს ფოკუს-ჯგუფებთან, რაც პრობლემების იდენტიფიცირებას და რესურსის მიზნობრივ განკარგვას უწყობს ხელს. დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა, რომლებიც ონკოლოგიური მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრაზე მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს იმ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახორციელებს. წინა კვირას შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან გაიმართა, მომდევნო შეხვედრა კი ონკოპაციენტებთანაა ჩანიშნული. თემის ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირებისა და დახვეწის პროცესში სამსახურის პრიორიტეტს წარმოადგენს.

გააზიარე