ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ორსანტია-დარჩელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

9 ნოემბერი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის (ორსანტიას ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 000 000 ლარია.

გააზიარე