ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა

  ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა 

 ითვალისწინებს ომის ვეტერანთა  და მათი ოჯახების ხელშეწყობას, მეორე  მსოფლიო ომის  მონაწილეთა ერთჯერად  ფულად  დახმარებას, ფაშიზმზე  გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით; ყოველთვიურ ფულად დახმარებას  ომის ვეტერანებზე და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დღის - 17 ოქტომბრის ღონისძიების ფინანსურ  მხარდაჭერას, კონკრეტულად:

1. 1000 ლარიანი ერთჯერადი  ფულადი დახმარება –  ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო  ომის  მონაწილე  ვეტერანებისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •    ზუგდიდის   ვეტერანთა კავშირის ბიუროს წერილი 

2. 200 ლარიანი  ერთჯერადი  ფულადი დახმარება –  ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო  ომში  დაღუპულთა ოჯახის წევრებისა  და ზურგის მუშაკებსთვის.

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა ზურგის მუშაკის ან  მეორე  მსოფლიო ომში დაღუპულის  ოჯახის  წევრის თაობაზე 
  •  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი

3. 100 ლარიანი ყოველთვიური  ფულადი დახმარება – მეორე  მსოფლიო  ომის მონაწილე ვეტერანებისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  ზუგდიდის   ვეტერანთა კავშირის ბიუროს წერილი

4. 250 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება – მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების დასაფინანსებლად. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • განმცხადებლის გარდაცვლილთან დამოკიდებულების  დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა,    ქორწინების მოწმობა) ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი
  • დევნილის   მოწმობის  ასლი
  • გარდაცვალების  მოწმობის ასლი
  • ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი

5. 1000 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული მებრძოლების  ოჯახებისათვის ( 2008 წლის ომში).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • ომში დაღუპული  მებრძოლის  ოჯახის  სრულწლოვანი წევრის  პირადობის  მოწმობის ასლი  და  ბანკის ანგარიშის  ნომერი

 

გააზიარე