ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცა

19 დეკემბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-2 ტურში გამარჯვებულ 16 მოსწავლეს შეხვდა და სიგელები და წიგნები გადასცა.

,,მინდა წარმატებები გისურვოთ, გვიხარია რომ თქვენნაირი წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდები ჰყავს ჩვენს სკოლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქალაქის სახე და ძალიან გვეიმედებით თქვენი ცოდნით, თანამედროვე ხედვებითა და შეფასებებით. აგრეთვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას ვერ მიაღწევდით.“-განაცხადა მოსწავლეებთან შეხვედრისას კონსტანტინე კაკავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს აბასთუმანის ობსერვატორიას დაათვალიერებინებს.

გააზიარე