ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა

 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა 

  ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა  უმწეო ოჯახების, მარტოხელა მშობლის, დედ–მამით ობოლი ბავშვების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერად დახმარებას, კონკრეტულად:

1. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე  ასაკის  4 ან მეტი შვილი ერთჯერადი   ფულადი დახმარება:  4 შვილზე -200 ლარი, 5 შვილზე- 300 ლარი, 6 შვილზე- 400 ლარი და ა.შ. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  •  ბავშვების დაბადების  მოწმობის ასლები
  • საჭიროების შემთხვევაში ქორწინების  მოწმობის ასლი ან  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  • განმცხადებლის  ბანკის ანგარიშის  ნომერი

2. 200 ლარიანი ერთჯერადი  ფულადი დახმარება – უმწეო კატეგორიის  ოჯახებისათვის  (რომელთა  სარეიტინგო ქულა 65 ათასზე დაბალია) პირველი და მეორე შვილის შეძენაზე.

 წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ბავშვის(ბავშვების) დაბადების  მოწმობის ასლი
  • საჭიროების შემთხვევაში ქორწინების  მოწმობის ასლი ან  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის   წერილი
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი
  • განმცხადებლის  ბანკის ანგარიშის  ნომერი

3. 500 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება  –  ტყუპის შეძენაზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ბავშვების დაბადების  მოწმობის ასლები
  • საჭიროების შემთხვევაში ქორწინების  მოწმობის ასლი  ან  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის  წერილი
  •  განმცხადებლის  ბანკის ანგარიშის  ნომერი       

300 ლარიანი  ერთჯერადი ფულადი დახმარება – 18 წლამდე ასაკის  დედ–მამით ობოლ ბავშვებზე.

   წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლების  გარდაცვალების   მოწმობის ასლები
  • მეურვეობის ცნობის ასლი
  • საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის   წერილი
  • განმცხადებლის ბანკის  ანგარიშის  ნომერი  
  1. 300 ლარიანი  ერთჯერადი ფულადი  დახმარება – სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლისათვის

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  • განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ბავშვის (ბავშვების) დაბადების  მოწმობის ასლი
  • გადაწყვეტილება  მარტოხელა  მშობლის  სტატუსის დადგენის  შესახებ
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის  ნომერი

6. 800 ლარიანი ერთჯერადი ფულადი დახმარება –  სტატუსის მქონე ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა  მხარდაჭერისათვის.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის შესახებ
  • განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი
გააზიარე