ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მშენებლობის ნებართვა

   საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობის ნებართვებს გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მეშვეობით, ხოლო საკითხს ამზადებს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ხელმძღვანელობს  ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და  სანებართვო პირობების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 და ტექნიკური რეგლამენტის-დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის  #59 დადგენილებებით.

 მშენებლობის ნებართვები გაიცემა:   ახალი მშენებლობები (მათ შორის მონტაჟი)

  • რეკონსტრუქცია
  • დემონტაჟი
  • ლანდშაფტური  მშენებლობა
  • დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი (განთავსება)     
  • გარე რეკლამების განთავსება
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზოვანი ნაგებობები

 მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა

 განცხადებას თან უნდა დაურთოს:   

  •  სამშენებლოდ მიწის გამოყენების პირობები
  • არქიტექტურულუ მუშა პროექტი
  • კონსტრუქციული სქემა
  • მშენებლობის ორგანიზაციის  პროექტი

 მშენებლობა დამთავრებული ობიექტები გამგებლის ბრძანების მიხედვით მიღებული უნდა იქნეს ექსპლოატაციაში. საჭიროა წარმოდგენილი იქნეს მშენებლობა დამთავრებული ობიექტის აზომვითი საკადასტრო გეგმა, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა პროექტთან შესაბამისობის მიზნით.

    

     

 

 

 

გააზიარე