ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევს

11 თებერვალი, 2020
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook

მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შერჩევა გრძელდება. დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები ახალსოფელის, უჩაშონას, ოფაჩხაფუს, ჯუმისა და ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

ახალსოფელში, ოფაჩხაფუსა და უჩანოში გამართულ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა.

ახალსოფელში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: ზ.გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები 16 ოჯახის წყლით მომარაგების სისტემაში ჩართვა, შ.ქირიას ქუჩაზე გარე განათების 12 ბოძის მოწყობა, ახალსოფლის ცენტრში არსებული სკვერის რეაბილიტაცია და მინი სკვერის მოწყობა ძელსკამებით და საყვავილეებით.

უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულში წამოყენებული საპროექტო წინადადებები:მერაბ კოსტავას ქუჩისა და თბილისის ქუჩის გადაკვეთაზე მოსაცდელის მოწყობა, უჩაშონას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის შემოკავება და დასასვენებელი პარკის მოწყობა და თამარ ყუფუნიას ქუჩაზე ცხაურის მოწყობა.

ოფაჩხაფუში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: ღია მინი სპორტული სკვერი, ხიდ-ბოგირი საჭურღულიოს უბანში და მინი სტადიონი.

ჯუმში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: სოფლის ცენტრში არსებული სკვერის გაფართოება/რეაბილიტაცია, საჯიქიოს უბანში, პ. იაშვილის და შ. დარასელიას ქუჩებზე მილ-ხიდების მოწყობა-რეაბილიტაცია და გ.ჭყონდიდელის ქუჩაზეგარე განათების მოწყობა.

ხეცერაში წამოყენებული საპროექტო წინადადებები: რუსთაველის ქუჩაზე მოსაცდელის მოწყობა და სოფლის ცენტრში მინი საფეხბურთო სტადიონი.

პრიორიტეტული პროექტები მოსახლეობამ ფარული კენჭისყრის პრინციპით აირჩია.

გააზიარე