ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

"მომავლის ბანაკი 2017"

17 ივლისი, 2017

ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა „მომავლის ბანაკი 2017“. ღონისძიებას მინისტრები - ტარიელ ხეჩიკაშვილი და სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩხეიძე დაესწრნენ. ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება. ბანაკი წელს 8 ნაკადზე, საქართველოს მასშტაბით 14-18 წლის 2 304 ბენეფიციარს უმასპინძლებს.

გააზიარე