ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

მილიონი შენს ხელშია - საინფორმაციო კამპანია

13 ივლისი, 2019

 

ფოტოალბომი facebook

პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო. დღეს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საინფორმაციო კამპანია,  "მილიონი შენს ხელშია"  გაიმართა.

 სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების საინფორმაციო კამპანიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო.

 "2020 წლიდან ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი. ზუგდიდში ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია, თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება 200 000 ლარის დაგეგმვის შესაძლებლობა და პრიორიტეტებსაც თავად განსაზღვრავს", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ მედიასთან საუბარში.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე. პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.

გააზიარე