ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერმა ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

15 ოქტომბერი, 2019
ფოტო: 

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

მიმდინარე წელს განხორციელდა 500 000 ლარის სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 175 გრძივ მეტრ გზას. დაიგო ბეტონის საფარი. სამუშაოების მეორე ეტაპი 2020 წელს განხორციელდება. რეაბილიტირდება 1 600 მეტრი სიგრძის გზა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 260 000 ლარია.

გიორგი შენგელია ნარაზენის საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდა და იქ არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

გააზიარე