ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერის სტიპენდიანტი კიდევ 3 სტუდენტი გახდა

12 April, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას სტიპენდია კიდევ სამ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.

წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნის გადაწყვეტილება,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს.

მერის სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს თამთა სიჭინავას, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ეკონომიკის საბაკალავრო პრაგრამის მე-3 კურსის სტუდენტ ნათია ბულიასა და კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტ მარიამ კუკავას დაენიშნათ.

სტიპენდიანტები თვეში 250-250 ლარს მიიღებენ.

გააზიარე