ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერის სტიპენდია კიდევ 2 სტუდენტს დაენიშნა

14 მარტი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე, შემოსული განცხადებები განიხილეს, რომელიც ორი სტუდენტის დაფინანსებას ეხებოდა.

კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, შამგონის და ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სტუდენტების განცხადებაზე. რომლის მიხედვითაც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტს მირანდა ბეჭვაიას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს დიმიტრი ქვაჩახიას მერის სტიპენდიები დაენიშნებათ. ორივე სტიპენდიანტი თვეში 250-250 ლარს მიიღებს.

გააზიარე