ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერიის ჯანდაცვის კომისიამ 60 მოქალაქე დააფინანსა

8 აგვისტო, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, რიგით 45-ე სხდომაზე, 60 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. კომისიის გადაწყვეტილებით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 33, კომპიუტერული კვლევა ( ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) 18, C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკა 6, დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე 2 ბენეფიციარს კი სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. ცელიაკიას და ფენილკეტონურიას მქონე პირების სპეციალიზირებული საკვების თანხით უზრუნველყოფის პროგრამაში 1 ბენეფიციარი ჩაერთო. აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 21 415 (ოცდაერთი ათას ოთხას თხუთმეტი) ლარი შეადგინა.

გააზიარე