ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერიის წარმომადგენლები ოქტომბერის საჯარო სკოლაში

7 მარტი, 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, ოქტომბერის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მერიის დაფინანსებით, ოქტომბერის საჯარო სკოლაში, მიმდინარე წელს, ცენტრალური გათბობის სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო სამფაზიანი ელექტრომომარაგების სისტემა დამონტაჟდა. საჯარო სკოლების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გააზიარე