ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 /100

მერიასა და PIN-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 მარტი, 2020

 ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ჩეხურ არაკომერციულ ორგანიზაცია PEOPLE IN NEED საქართველოს წარმომადეგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმს ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და PIN-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა დიონ ბატერსბიმ მოაწერეს.

 მემორანდუმის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით “ წარმატებით განხორციელების ხელშეყობაა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების განხორციელებას და მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

PIN-ი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში ჩართულ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდებს შორის ,უზრუნველყოფს პროექტში ჩართული სხვადასხვა ჯგუფისთვის სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, ხელს შეუწყობს მედია წიგნიერების შესახებ დოკუმენტური ფილმების ჩვენებებისა და ახლაგაზრდული მედია ინიციატივების განხორციელებას.

,, მედია წიგნიერება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია თანამედროვე გამოწვევების ეპოქაში, ინფორმაციის მიღებას, გაფილტვრასა და საზოგადოებისთვის სწორად მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი ჩვენს ჩეხ მეგობრებს ამ პროექტისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან და ამის კიდევ ერთი მაგალითი დღეს გაფორმებული მემორანდუმია“ -აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროექტის მიზანია ქართველ ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიულ პროცესებს. მერიაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადაგილე კონსტანტინე კაკავა, პროექტში ჩართული მხარეები, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PEOPLE IN NEED-ისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2017 წელს, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით, პროექტი „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ დაინერგა.

გააზიარე