ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერიამ წარმატებულ პედაგოგებს ფულადი ჯილდო გადასცა

11 ოქტომბერი, 2018

 

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 20 წარმატებულ მოქმედ და ყოფილ პედაგოგს საზეიმოდ უმასპინძლეს. წარმატებულ პედაგოგებს მერიისგან მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო 200 ლარი გადაეცათ. ,,გილოცავთ პროფესიულ დღეს, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შრომისთვის და შეუფასებელი ღვაწლისთვის. ვამაყობ თქვენს რიგებში ყოფნით“- მიმართა პედაგოგებს მაიზერ ნანავამ. პედაგოგებს მასპინძლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა გაუწიეს. მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტის მერია პედაგოგებისთვის საინტერესო სიახლეებს გეგმავს.

გააზიარე