ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

მერია ზაზა გოგოხიას საცხოვრებელ სახლს აუშენებს

6 ივლისი, 2020
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ოჯახს პირადად გააცნო და სოციალური სახლების მშენებლობის პროექტში მოხვედრა მიულოცა. გოგოხიების ოჯახს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უწევს ცხოვრება, ახალი სახლის მშენებლობით კი ეს პრობლემა მოგვარდება და წლის ბოლოსთვის ისინი კეთილმოწყობილ სახლში იცხოვრებენ. ზაზა გოგოხიას მსგავსად საცხოვრებელი სახლი კიდევ 23 ოჯახს აუშენდება. ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამით კი 21 ოჯახი ისარგებლებს. სოციალური სახლების მშენებლობასა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაზე პრიორიტეტული ოჯახები მერიის სოციალურმა კომისიამ დღეს გამოავლინა.

2015 წლიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 117 სახლი აშენდება.

გააზიარე