ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს

6 მარტი, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროს გოგი რევიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმონადგენლობის ხელმძღვანელ რეზო ქობალიასთან ერთად, ტყაიაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახში იმყოფებოდა. დავით გვაჯავას 4 სულიან ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. მუნიციპალიტეტის მერია გვაჯავების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას გაუწევს და ბინის ქირით უზრუნველყოფს. აგრეთვე, მათ სამასალე მორები გადაეცემათ. ტყაიაში მერიის შინმოვლის პროგრამის ,, მზრუნველი მობილური ჯგუფის“ წევრებიც იმყოფებოდნენ და დაზარალებულ ოჯახს საკვები პროდუქტები, საბნები და თეთრეულის კომპლექტები მიუტანეს.

გააზიარე