ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერია ავტოპარკის განახლებას აგრძელებს

10 May, 2019

ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 4 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, 2019 წელს გამოშვებული, ახალი ,,ისუზუს" მარკის ავტობუსი შეემატა.

 ტრანსპორტი ნებისმიერი ტიპის მგზავრისთვის ადაპტირებულია, აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით და ერთდროულად 47 მგზავრის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ხვალიდან მგზავრები:

 ზუგდიდი - ცაცხვი;

ზუგდიდი - ინგირი;

 რკინიგზის სადგური- ფაიფური; 

 რკინიგზის სადგური - წისკვილკომბინატის მიმართულებით ახალი ავტობუსებით იმგზავრებენ და ახალ ავტობუსში გადახდის ელექტრონული სისტემით სარგებლობა შეეძლებათ.  ამ დროისთვოის ქალაქის ავტოპარკში 8 ერთეული ახალი საქალაქო ტრანსპორტია ხოლო, რამდენიმე დღეში ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 7 ავტობუსი შეემატება. 

ჯამში ქალაქს 2019 წელს, 15 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება.

გააზიარე