ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

მერი ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

23 ოქტომბერი, 2019

ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ანაკლიაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 110 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

გიორგი შენგელია, ასევე გაეცნო ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის პროცესს. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება. სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. შენობაში გათვალისწინებულია სამი სპეცმანქანისა და ორი კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ.

მუნიციპალიტეტის მერმა ანაკლიის რეაბილიტირებული საფეხმავლო ხიდი და კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.

განმუხურში დაწყებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრის რეაბილიტაცია. სამუშაოების პირველი ეტაპი ამფითეატრის დემონტაჟს გულისხმობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 203 900 ლარით დაფინანსდა.

გააზიარე