ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მერაბ ქვარაიამ საზოგადოებასთან საჯარო შეხვედრა გამართა

6 თებერვალი, 2018

ფოტოალბომი Facebook

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში,  ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ საჯარო შეხვედრა გამართა და  საზოგადოებას  საკუთარი საქმიანობის შესახებ  ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრას  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, არსამათავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.   

მერაბ ქვარაიამ ვრცლად ისაუბრა საკუთარ საქმიანობაზე პარლამენტსა და მაჟორიტარულ ოლქში და დამსწრეებს ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა. 
აგრეთვე, განხორციელებულ და  მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა საინფორმაციო მასალა მაჟორიტარისა და მისი ბიუროს საქმიანობის შესახებ. 

შეხვედრაზე  საზოგადოებას კითხვების დასმის შესაძლებლობაც  ქონდა.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

გააზიარე