ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მარტოხელა ბენეფიციარს საჩუქრად ტელევიზორი გადაეცა

12 სექტემბერი, 2017

პროექტის ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“-ს ფარგლებში, ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულ ზაურ ფირცხელავას თიკა დიდიშვილმა საჩუქრად ტელევიზორი გადასცა.

ბენეფიციარს საჩუქარი სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს.

პროექტს ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის თიკა დიდიშვილს პროექტში წვლილის შეტანისთვის.

გააზიარე