ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

მარჩენალდაკარგულთათვის

5. მუხლი  მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა  

პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი, კონკრეტულად:

1. 200 ლარიანი ერთჯერადი  ფულადი დახმარება – მარჩენალდაკარგულ პირზე, რომელსაც ჰყავს  18 წლამდე  ასაკის შვილი.  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე
  •  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
  • მშობლის გარდაცვალების  მოწმობის ასლი
  • შვილის დაბადების მოწმობის  ასლი
  • საჭიროების შემთხვევაში  ქორწინების მოწმობის ასლი ან ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის   წერილი
  •  განმცხადებლის ბანკის ანგარიშის ნომერი

 

გააზიარე