ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

კონკურსები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს ფოტოკონკურსს „წარმოაჩინე შენი სოფელი“ 

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია  თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს. Facebook - ის კონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება. 1 და 2 ადგილი like -ების რაოდენობა; 3 ადგილი ჟიურის რჩეული.

კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება თავისუფალია. საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი: ასაკი: საკონტაქტო ტელეფონი: [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოკონკურსში დასაკონტაქტებლად].

ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის.

პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.

საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: lora-qobalia@gmail.com; საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ  სოფლის სახელწოდება და მოკლე აღწერა.

გამარჯვებულს შეარჩევს სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.

მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით.

კონკურსი დაიწყება 2017 წლის 10 ივლისს და საკონკურსო ფოტოების მიღება დასრულდება  30 ივისს.

გამარჯვებულის ვინაობა 2017 წლის 5 ივლისამდე გამოვლინდება.

 

ფასიანი საჩუქრები  1 ადგილი

                                    2 ადგილი

                                    3 ადგილი

გააზიარე