ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

კოლხური ბზის დაკალმება ბოტანიკურ ბაღში

16 აგვისტო, 2021
ფოტო: 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და GreenForGeorgia -ს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ისტორიული მნიშვნელობის კოლხური ბზის ხეივნის აღდგენის კამპანია მიმდინარეობს.

 

 კოლხური ბზის ხეივნის აღდგენის პროცესს ი დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

 

 კოლხური ბზის ხეივნის აღდგენის სამუშაოები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და დღეს უკვე გრინ ფორ გეორგიას დახმარებით ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა ჩაერთოს ამ უნიკალურ პროექტში.

 

ბზის დაკალმების სამუშაოები და მასტერკლასი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 15 და 16 სექტემბერს ჩატარდება.

 

 

 

გააზიარე