ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ქარის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია ქირით უზრუნველყოფს

11 ოქტომბერი, 2018

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ერგეტაში, ფიფიების მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდნენ. ძლიერმა ქარმა ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მათ სახლს სახურავი გადახადა. ვინაიდან, სახლი რემონტს არ ექვემდებარება, ფიფიების ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატივად ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა შესთავაზა. ასევე, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სახლების მშენებლობის პროგრამისა და მასში ჩართვის პროცედურების შესახებ.

გააზიარე