ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა

23 სექტემბერი, 2020
ფოტო: 

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დოკუმენტის განხორციელების არეალი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორია

საჯარო განხილვის დრო: 2020 წლის 3 ნოემბერს, 14:00 საათი

 საჯარო განხილვის ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. №45

 საჯარო განხილვის ორგანიზატორი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

 „ქალაქ ზუგდიდის განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის №1081 განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა კონკურსი ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“, რომელმაც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შეიმუშავა გენერალური გეგმა..

ქ. ზუგდიდისგენერალური გეგმის დოკუმენტი წარმოადგენს ქ. ზუგდიდის საზღვარში მრავალფაქტორული ანალიზის და კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების გზამკვლევს, რომელიც მოიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილს.

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის რეზიუმე:

ქ. ზუგდიდის ფუნქციური ზონები,  ქვეზონები

ქ. ზუგდიდის სოციალური ინფრასტრუქტურა

ქ. ზუგდიდის ტექნიკური ინფრასტრუქტურა

ქ.ზუგდიდის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

მოსალოდნელი წყალდიდობების, ღვარცოფების და სხვა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების კუთხით საშიში ტერიტორიები

ქ. ზუგდიდის არასამშენებლო ტერიტორიები

ქ. ზუგდიდის კულტურული მემკვიდრეობა

ქ. ზუგდიდის სარეზერვო ტერიტორიები

ქ. ზუგდიდის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები

განვითარების ეტაპები და რიგითობა

 

 განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე ელექტრონულად.

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქ ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: zugdidismeria@gmail.com

 

გააზიარე