ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

5 თებერვალი, 2020
ფოტო: 

დამგეგმავი ორგანო:  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

ქალაქ ზუგდიდის გენერალური  გეგმის კონცეფციის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო:  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

დოკუმენტის განხორციელების არეალი:   ზუგდიდის მუნიციპალიტეტი,  ქალაქ ზუგდიდი ტერიტორია

 

საჯარო განხილვის დრო:  2020 წლის 14 სექტემბერი, 14:00 საათი

 

საჯარო განხილვის ადგილი:  ზუგდიდის მუნიციპალიტეტი,  ქალაქ ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. №45 (სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, მე-4 სართულის დარბაზი)

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

 

„ქალაქ ზუგდიდის განვითარებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის №1081 განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა კონკურსი ქალაქ ზუგდიდის გენერალური გეგმისა და ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“, რომელმაც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შეიმუშავა გენერალური გეგმის კონცეფცია.

ქ. ზუგდიდის გენერალური გეგმის კონცეფცია წარმოადგენს საკვლევი არეალის ფარგლებში მრავალფაქტორული ანალიზის და კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განხორციელების დეტალურ აღწერას და მიდგომებს, რომელიც საფუძვლად დაედება ქ. ზუგდიდის გენერალური გეგმის პროექტს.  

ქ. ზუგდიდის გენერალური გეგმის კონცეფცია ეფუძვნება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. კონცეფცია განიხილავს, როგორც ქალაქ ზუგდიდის განვითარების სტრატეგიას, ასევე მის როლს  შავი ზღვის აუზის რეგიონში და მთლიანად  საქართველოს და დასავლეთ საქართველოს აგლომერაციულ/ მეტროპოლიურ  ჭრილში.

კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების და მიზნების რეზიუმე:

•              კოლხეთის დაბლობის, როგორც მეტროპოლიის/აგლომერაციის  გეგმარებითი ერთეულის პირობითი განსაზღვრა;

•              კოლხეთის დაბლობის და მასზე მდებარე  დასახლებების (ქალაქები და სოფლები) აგლომერაციული/მეტროპოლიური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ახალი სატრანსპორტო კავშირების შეთავაზება, როგორც საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი  საავტომობილო გზების განვითარებით ასევე სარკინიგზო და საზღვაო კავშირების მხრივ;

•              მეტროპოლიური მართვის სისტემის შეთავაზება;

•              სამუშაო ადგილები;

•              ქ. ზუგდიდის როლი კოლხეთის ეროვნულ პარკთან მიმართებაში;

•              ქალაქ ზუგდიდი და ანაკლია (კავშირების განვითარება).

გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

•              შემოვლითი გზები, მათი მნიშვნელობა და ფუნქცია.

•              ქ. ზუგდიდის უბნების განვითარების ხედვა და  შიდა საუბნო  მომსახურება (ღია სივრცეები, მომსახურება, კომერციული სივრცეები);

•              ახალი საცხოვრებელი უბნების განვითარების კონცეფცია;

•              მდინარის და მისი კალაპოტის მოწესრიგება, ახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნა მდინარის გასწვრივ როგორც ერთიანი მწვანე დერეფანი (სარეკრეაციო ზონა ქალაქის მასშტაბში);

•              ახალი სამანქანო და საფეხმავლო კავშირები, ხიდები;

•              ველობილიკების და ელექტრო სკუტერების ბილიკების მოწყობა;

•              ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და განვითარება;

•              მიტოვებული სამრეწველო სივრცეების განვითარების კონცეფცია;

•              ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების კონცეფცია, ზუგდიდსა და ანაკლიას შორის მასშტაბური  სავაჭრო მოლის განვითარების საკითხი;

•              განათლება - ახალი სკოლები და ბაღები;

•              ინფრასტრუქტურის  მოწესრიგების განვითარების კონცეფცია;

•              ეკონომიკური განვითარების კონცეფცია;

•              ტურიზმის განვითარების კონცეფცია;

•              პრიორიტეტები, რიგითობა და ეტაპობრიობა.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება კონცეფციის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე ელექტრონულად. 

ქალაქ ზუგდიდის გენერალური  გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: ქალაქ ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: zugdidismeria@gmail.com

 

 

 

გააზიარე