ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ჯანდაცვის კომისიამ 95 ბენეფიციარი დააფინანსა

30 იანვარი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ დღეს, გამართულ რიგით მესამე სხდომაზე 95 ბენეფიციარი დააფინანსა.

ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსდა 39 ბენეფიციარი, 11-ს კომპიუტერული ტომოგრაფია, ხოლო 7-ს ძვირადღირებული ოპერაცია დაუფინანსდა. 33 ბენეფიაციარი ჩაერთო ,,C” ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამაში. დაუნის სინდრომითა და ცერებრალური დამბლით დაავადებულ 3 ბავშვს გაეწია სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება.

1 ბენეფიციარს კი ქიმიოთერაპიის კურსი დაუფინანსდა.

აუტიზმის პროგრამაში ჩაერთო 1 ბენეფიციარი. აღნიშნულ სამედიცინო მომსახურეობებზე 29 639( ოცდაცხრა ათას ექვსას ოცდაცხრამეტი) ლარი დაიხარჯა.

გააზიარე