ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯანდაცვის კომისიამ 73 ბენეფიციარი დააფინანსა

10 იანვარი, 2018

ფოტოალბომი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, 73 მოქალაქეს სხვადსხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 8, კომპიუტერული კვლევა 6, ძვირადღირებული მედიკამენტები 13, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა კი 20 მოქალაქეს დაუფინანსდა. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 21, ცერებრალური დამბლის მქონე 1 ბენეფიციარს კი სარეაბილიტაციო მკურნალობა, ხოლო ფენილკეტონურიის დაავადებით დაავადებულ 4 ბავშვს კვებით უზრუნველყოფა დაუფინანსდა.

აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 13 457 ლარი შეადგინა.

გააზიარე