Error message

Notice: Trying to get property of non-object in idfi_preprocess_page() (line 117 of /var/ftp/virtual_users/zugdidimun/sites/all/themes/idfi/template.php).
ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჯანდაცვის კომისიამ 64 მოქალაქე დააფინანსა

11 იანვარი, 2019

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისია, მიმდინარე წლის პირველ სხდომაზე შეიკრიბა და 64 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა. კომისიის გადაწყვეტილებით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 2, კომპიუტერული კვლევა ( ტომოგრაფია, კორონაროგრაფია) 5, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა 7, დაუნის სინდრომის მქონე 1 ბენეფიციარს კი სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა. ცელიაკიას და ფენილკეტონურიას მქონე პირების სპეციალიზირებული საკვების თანხით უზრუნველყოფის პროგრამაში 5 ბენეფიციარი ჩაერთო, ცელიაკიის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე თვეში 250 ლარი, ხოლო ფენილკეტონურიას პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე 500 ლარია გამოყოფილი. აგრეთვე, კომისიის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 44 ბავშვს სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა, მათგან 38 ბენეფიციარი 2018 წელსაც იყო პროგრამაში ჩართული, ხოლო 6 ბენეფიციარი მიმდინარე წელს დაემატა. ყოველთვიურად ერთი ბავშვის დაფინანსებისთვის 315 ლარია გამოყოფილი. სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 20 983 (ოცი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი) ლარი შეადგინა.

გააზიარე